ინტერვიუ დავით ზალკალიანთან


დააყენებს თუ არა ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება საფრთხის ქვეშ - მწვავე საერთაშორისო გზავნილებს საქართველოს პირველი დიპლომატი მოამბისთვის მიცემულ ინტერვიუში პასუხობს. მაშინ როცა ოპოზიციის ნაწილი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას იანუკოვიჩის შვიდი წლის წინანდელ ნაბიჯს და ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულებიდან გასვლას ადარებს, დავით ზალკალიანი ხაზგასმით ამბობს, რომ ქვეყნის ევროპულ მომავალს არაფერი ემუქრება. საგარეო საქმეთა მინისტრის აზრით, 19 აპრილის დოკუმენტის მთავარი მიზანი - ანუ პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება, მისი ხელმოწერის შემდეგაც მიუღწეველი დარჩა. ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილების ასახსნელად საერთაშორისო პარტნიორებთან მუდმივ კავშირზე არიან და უახლოეს დღეებში დამატებითი კომუნიკაციაც შედგება.

როგორია მწვავე საერთაშორისო გამოხმაურებაზე და მკაცრ შეფასებებზე ქვეყნის პირველი დიპლომატის რეაქცია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან