ეპიდემიური ვითარება საქართველოში

15.05.2021 00:54

29 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა კორონავირუსს გასული დღე-ღამის განმავლობაში. გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი ისევ მაღალია. რაც შეეხება ინფიცირებულთა სტატისტიკას, ბოლო 24 საათში 44 ათასზე მეტი ტესტი ჩატარდა - „კოვიდ-19“ 1 576 მოქალაქეს დაუდასტურდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 15 მაისისთვის 3.65% პროცენტია. ახალი შემთხვევების უმრავლესობა - 868 თბილისში გამოვლინდა, 162 - იმერეთში, მას მოსდევს სამეგრელო-ზემო სვანეთი 130 ახალი ინფიცირებულით, შემდეგია აჭარა, სადაც ვირუსის კიდევ 92 ფაქტი აღრიცხეს. მთელი ქვეყნის მასშტაბით მძიმეა 912 პაციენტის მდგომარეობა, მათგან 207-ს ხელოვნური სუნთქვის აპარატი სჭირდება. ამასთან, გასული დღის განმავლობაში, 584 პირი გამოჯანმრთელდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: