ეპიდემიური ვითარება საქართველოში


29 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა კორონავირუსს გასული დღე-ღამის განმავლობაში. გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი ისევ მაღალია. რაც შეეხება ინფიცირებულთა სტატისტიკას, ბოლო 24 საათში 44 ათასზე მეტი ტესტი ჩატარდა - „კოვიდ-19“ 1 576 მოქალაქეს დაუდასტურდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 15 მაისისთვის 3.65% პროცენტია. ახალი შემთხვევების უმრავლესობა - 868 თბილისში გამოვლინდა, 162 - იმერეთში, მას მოსდევს სამეგრელო-ზემო სვანეთი 130 ახალი ინფიცირებულით, შემდეგია აჭარა, სადაც ვირუსის კიდევ 92 ფაქტი აღრიცხეს. მთელი ქვეყნის მასშტაბით მძიმეა 912 პაციენტის მდგომარეობა, მათგან 207-ს ხელოვნური სუნთქვის აპარატი სჭირდება. ამასთან, გასული დღის განმავლობაში, 584 პირი გამოჯანმრთელდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან