შარლ მიშელი სოლიდარობის ფონდის შექმნის მომხრეა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკრაინის სოლიდარობის ფონდის შექმნას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ მან „ტვიტერში“ დაწერა. „მხარს ვუჭერ უკრაინის სოლიდარობის ფონდის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ძირითადი სერვისების მიწოდებასა და მოქალაქეების დაუყოვნებელი საჭიროებების დაკმაყოფილებას. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში გახდება საფუძველი თავისუფალი და დემოკრატიული უკრაინის აღდგენისთვის, საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ. „პარტნიორებს შეუძლიათ, ფონდის განვითარებაში საკუთარი წვლილი საერთაშორისო დონორთა კონფერენციის მეშვეობით შეიტანონ“, – წერს შარლ მიშელი. ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტთან საუბრის შესახებაც წერს. „პრეზიდენტ ზელენსკისთან განვიხილე, როგორ შეგვიძლია, გავზარდოთ კოლექტიური მხარდაჭერა უკრაინისადმი. განვიხილეთ უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების კონკრეტული ელემენტები,“ – აღნიშნულია შარლ მიშელის განცხადებაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში - შარლ მიშელის განცხად...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 13 ივლისი, 2021 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპროტესტო აქცია პარლამენტთან - გიორგი კობერიძის ჩართვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შარლ მიშელი საქართველოს ეწვევა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შარლ მიშელის ვიზიტი საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შარლ მიშელი საქართველოში
TV IMEDI
შარლ მიშელი პარლამენტში იმ პარტიებს შეხვდა, რომლებმაც შეთა...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
შარლ მიშელი საქართველოში ჩამოვიდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster