შარლ მიშელი საქართველოს ეწვევა


საქართველოს მორიგი ოფიციალური ვიზიტით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, სავარაუდოდ 18-19 ივლისს ეწვევა. შარლ მიშელი ქვეყანას ბათუმის მე-17 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ეწვევა. კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება, რომლებმაც ახლახან ასოცირებული ტრიოს ფორმატი შექმნეს. სამ ასოცირებულ პარტნიორს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დააჩქაროს რეფორმები ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებების შესაბამისად, რომლებიც შეიცავს ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცესთან დაკავშირებულ დებულებებს და სამ ქვეყანას ევროპული ინტეგრაციის შემდეგი ეტაპისთვის ამზადებს. შესაბამისად, პანელზე განიხილება ევროკავშირის შესაძლო დაინტერესება სამი აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორის გაძლიერებული ინტეგრაციის პროცესით. ასოცირებული ტრიოს წარმომადგენლობის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, 6 ივნისს, ბრიუსელში გამართული ასოცირებული ტრიოს სამიტზე შეთანხმდნენ.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\r
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY\r
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \r
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან