თელავის საკრებულოს სხდომა - 26/04/2013


დღეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. 2013 წლისთვის ბიუჯეტი 8 მილიონ ლარზე მეტით განისაზღვრა. ცვლილებები გადასახდელებში განხორციელდა. 38-ე დადგენილების თანახმად, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოების მომსახურებისა და სხვა მომსახურების ხარჯები 10 ათასი ლარით, კულტურის სახლების სუფსიდია კი 5 ათასი ლარით განისაზღვრა. 5 ათასი ლარით დაფინანსდა საჯარო სკოლებში განსახორციელებელი იოდის, შაქრიანი დიაბეტის ადრეული გამოვლენისა და სხვა მიკროელემენტების დეფიციტით გამოწვეულ დაავადებათა პროფილაქტიკის ღონისძიებები. სხდომაზე საინიციატივო ჯგუფის მიერ მიწვდილი რეკომენდაციაც განიხილეს. საკრებულომ აღნიშნული მოსაზრება სხდომების წელიწადში 3-ჯერ ჩატარების თაობაზე არ დააკმაყოფილა. მოთხოვნის მეორე ნაწილი, რომელიც სოფლის მოსახლეობის ბიუჯეტის დაგეგმვაში ჩართულობას ითვალისწინებდა, დღეის მდგომარეობით დაკმაყოფილებულად გამოცხადდა.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/ZrCxIS

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან