თელავის საკრებულოს სხდომა - 29/05/2013

29.05.2013 01:12

დღეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა. სხდომაზე ბიუჯეტის შემოსულობების ცვლილებები განიხილეს, რომლის მიხედვითაც 2013 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 958,194 ათასი ლარით გაიზარდა. კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე განიხილეს, მშვიდობის ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთია. 21-096 კვადრატული მეტრის მიწის ფართი სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვებულად გამოცხადდა. განკარგულების გასაჩივრება თელავის რაიონულ სასამართლოშია შესაძლებელი. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/11pzZqP

გაზიარება: