რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში


უკრაინაში ომი გრძელდება. საჰაერო ძალების ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ერთი თვითმფრინავი და 12 „შაჰედი“ ჩამოაგდეს. აფეთქებები მოხდა ხარკოვსა და ხერსონში. უკრაინული მედია წერს, რომ ხერსონში თავდასხმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა. რუსმა სამხედროებმა საჰაერო თავდასხმა განახორციელეს ქალაქ კრამატორსკზეც. უკრაინული მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ თავდასხმის შედეგად დაღუპულია დაახლოებით ოთხი ადამიანი, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. დაინგრა ორი საცხოვრებელი სახლი, ხოლო 23 დაზიანდა. მედია წერს, რომ, სავარაუდოდ, ერთ-ერთი სახლის ნანგრევების ქვეშ ადამიანები არიან მოყოლილები. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. ამასთან, უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ დონეცკის რეგიონში „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების მოძრაობა დააფიქსირეს. მანამდე უკრაინის აღმოსავლეთ, სამხრეთ და ზოგიერთ ცენტრალურ რაიონში ბალისტიკური იარაღისა და საავიაციო თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა. ასევე ცნობილი გახდა, რომ უკრაინელებმა ავდეევკა დატოვეს და მას სრულად რუსები აკონტროლებენ.

ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ უკვე ოფიციალურად ამცნო პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. დასავლელი სამხედრო ექსპერტების მოსაზრებით, ავდეევკას დატოვების მიზეზი, საჰაერო სივრცეში რუსეთის უპირატესობა გახდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან