ტოლერანტობის საერთაშორისო დღე

2 თვის წინ

ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს დღეს სახარების რწმენის ეკლესია უმასპინძლებს. ტოლერანტობის დღე საქართველოში ამ ფორმატით 2016 წლიდან აღინიშნება. ღონისძიების პირველი მასპინძელი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იყო. ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 1995 წლიდან, UNESCO-ს ინიციატივით აღინიშნება. მისი მიზანი შეუწყნარებლობის, ექსტრემიზმისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგების ატმოსფეროს დამკვიდრებაა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან