ტოლერანტობის საერთაშორისო დღე
ევროპის საბჭოს კვლევის მიხედვით, საქართველოში სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, სიძულვილის ენის გამოყენება და დისკრიმინაცია კვლავ პრობლემად რჩება. კვლევა, რომელიც ორგანიზაციამ ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოაქვეყნა, 2018 წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდს მოიცავს. მასში ნათქვამია, რომ მოსახლეობის 56%-ის აზრით მრავალფეროვნება ქვეყნისთვის დადებითი მოვლენაა, 36 % კი მრავალფეროვნებას უარყოფით ფაქტად მიიჩნევს. გამოკითხულთა მხოლოდ 47% მიიჩნევს, რომ უმცირესობებს საპროტესტო აქციების გამართვის უფლება აქვთ. უმცირესობების მიერ თანამდებობების დაკავების უფლებას კი 53 % მიესალმება. მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და სიძულვილის ენა ყველაზე ხშირად ლგბტ საზოგადოების მიმართ ვლინდება. ამასთან, იმავე პრობლემის წინაშე არიან მიგრანტები და იეჰოვას მოწმეებიც. დოკუმენტის მიხედვით, პოლიციისა და პროკურატურის მიმართ ნდობა მოწყვლად ჯგუფებში ნაკლებია. სახალხო დამცველს კი მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე
info9 info99
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე
GAU - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე
Tabula ტაბულა