ტოლერანტობის საერთაშორისო დღე
ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, ილია მეორემ საპატრიარქო რეზიდენციაში საქართველოში არსებული რელიგიებისა და კონფესიების ლიდერები და მათი წარმომადგენლები მიიღო. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. სტუმართა შორის იყვნენ: ებრაელთა თემის, მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის, ლათინ-კათოლიკეთა, იეზიდთა სასულიერო კრების, ევანგელურ-ლუთერული და სახარების რწმენის ეკლესიის ხელმძღვანელები და მათი თანხმლები პირები. უწმინდესმა შეხვედრის მონაწილეებს განუცხადა, რომ მშვიდობისა და ურთიერთპატივისცემის შენარჩუნებისათვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს. ილია მეორემ თანამედროვე სამყაროს პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრა და ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 1995 წლიდან აღინიშნება. მისი მიზანი შეუწყნარებლობის, ექსტრემიზმისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრებაა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე
info9 info99
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე
GAU - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე
Tabula ტაბულა