● პირამიდები

02.02.2013 00:34

ვინ სთქვა, რომ სდუმან პირამიდები?! - ისე გულწრფელად ვლაპარაკობდით... მეც მათთან ცრემლებს არ ვერიდები, გუშინ ასაკზე ერთად ვდარდობდით. გადაუქანცავთ არაფრის ლოდინს, რომ დავაწყნარო, რას არ ვპირდები... მაგრამ, მორიგი ტურისტი მოდის და ჩუმდებიან პირამიდები... ოჰ, მატყუარა პირამიდები - ჩემსა და ზეცას შორის ხიდები... ნიკო გომელაური    • 🎭 ✍ გომელაური ✍ 🎭

გაზიარება: