კიდევ ერთი განაჩენი როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე
რეზონანსულ საქმეზე მსჯავრდებულთა წრე გაიზარდა. როინ შავაძის განზრახ მკვლელობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი კუდ-ის კიდევ სამ ყოფილ თანამშრომელს გამოუტანეს. მათ შორისაა აჭარის კუდ-ის საგამოძიებო სამსახურის ყოფილი უფროსი, რომელიც საქართველოში არ იმყოფება. დამნაშავეებად სცნეს ორი ყოფილი სპეცრაზმელიც. 2008 წლის ომის მონაწილის და თავდაცვის სამინისტროს სერჟანტის საქმეზე უკვე 13 პირია პასუხისგებაში მიცემული. მოკლულის ოჯახი დანაშაულის ორგანიზატორებად მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს აცხადებს და მათ დასჯას ითხოვს. არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევა დაადგინა და ხელახალი გამოძიების ჩატარება მოითხოვა. თავიდან ჩატარებულმა ძიებამ თავდაყირა დააყენა ძველი ვერსია და დაადგინა, რომ შავაძე უცხო ქვეყნის სპეც-სამსახურებთან თანამშრომლობის მოტივით ჯერ დააკავეს და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ, შემდეგ კი ქობულეთის გზაზე ჩაცხრილეს. დამნაშავეებად გამოცხადებული ყოფილი სპეცრაზმელების ჩვენებები ბელა ზაქაიძემ მოისმინა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
არშემდგარი პოლიტიკური ფრონტი - ოპოზიცია გეგმაზე ვერ თანხმდებ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გუბაზ სანიკიძემ ოპოზიციას კიდევ ერთი განაჩენი გამოუტანა
TV IMEDI
კიდევ ერთი ხმაურიანი განაჩენი ხორავას ქუჩის საქმეზე
Tv Kavkasia
სასამართლოს გადაწყვეტილება ციხის კადრების საქმეზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გირგვლიანის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კუდ-ის მაღალჩინოსნების საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვალერი გელაშვილის ცემის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი 9 | 25.02.13
GeoArchive