ვალერი გელაშვილის ცემის საქმე
კიდევ ერთი საქმე, რომელიც ყოფილ ხელისუფლებას უკავშირდება. ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის ექვსწლიანი პატიმრობა ძალაში რჩება. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს. განაჩენის თანახმად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით და იარაღის გამოყენებით და 25 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის და სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით მიხეილ სააკაშვილს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით და ორი წლისა და სამი თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. შეგახსენებთ, რომ ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე, სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი უკვე გამოტანილია შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ივანე მერაბიშვილის, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის, ერეკლე კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსის, გია სირაძის მიმართ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვალერი გელაშვილის ცემის საქმე გახსნილია
CTV GEORGIA
ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე სასამართლომ სამივე ბრალდებულ...
Tv Dia
ვალერი გელაშვილის ცემის საქმეში მონაწილე სპეცრაზმელებს 500 დ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილი დაიკითხა
POS TV
გელაშვილის ცემის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ - სარჩელი სტრასბურგში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბრიფინგი გენერალურ პროკურატურაში
საქართველოს პროკურატურა
ევროპარლამენტის რეზოლუცია - პოლიტიკური შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster