სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ - სარჩელი სტრასბურგში
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შიდა პოლიტიკური ვნებათაღელვის მიზეზია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე მიხეილ სააკაშვილის საჩივარი წარმოებაში მიიღო. ეს ნიშნავს, რომ დაიწყება საქმის არსებითი განხილვა, რასაც ყოფილი პრეზიდენტი და მისი ინტერესების დამცველები უკვე წარმატებად მიიჩნევენ და ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ საჩივრის არ მიღებაზე ხელისუფლების არგუმენტები სტრასბურგმა არ გაითვალისწინა. ექს-პრეზიდენტი ორივე საქმეს პოლიტიკურ დევნად აცხადებს და ხელისუფლებას ევროპული კონვენციის სამი მუხლის დარღვევას ედავება. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ერთ საჩივარში გაერთიანებულ ორივე გახმაურებულ საქმეზე ევროპული კონვენციის არც ერთი მუხლის დარღვევა არ დადასტურდება და ქართული სასამართლოების მიერ უკვე მიღებული განაჩენების კანონიერება დადასტურდება. მმართველი გუნდი სტრასბურგში დამატებითი მტკიცებულებების გაგზავნას გეგმავს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება - იუსტიციის მინისტრის...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ეს არის რუსული ხელისუფლება. ბიძინა ივანიშვილი ემსახურება რუ...
Merab metreveli მერაბ მეტრეველი
სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ
TV IMEDI
სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ
TV IMEDI
„მიხეილ სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, ადამიანის უფლება...
TV IMEDI
შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ
TV IMEDI
შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ!
Beso Mikava
საქართველოს წინააღმდეგ
TV IMEDI