ბრიუსელში განხორციელებული თავდასხმა - ჯოზეფ ბორელის განცხადება
ბელგიის პოლიციამ შვედეთის ორი მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი გაანეიტრალა. ეჭვმიტანილს პოლიციამ კაფეში ესროლა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიყენებული ჭრილობის შედეგად, მამაკაცი საავადმყოფოში გადაყვანის დროს დაიღუპა. ბელგიის პროკურატურა და ბრიუსელის მერი ადასტურებენ, რომ მასშტაბური სამძებრო ოპერაციის შემდეგ, ეჭვმიტანილი განეიტრალებულია. აღმოჩენილია თავდასხმის იარაღი. ბრიუსელის მერის, ფილიპ ქლოზის განცხადებით, ტერორისტულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი მარტო მოქმედებდა. ეჭვმიტანილი ტუნისელი, 45 წლის აბდესლამ ლასუედია, რომელმაც ბელგიაში თავშესაფარი 2019 წელს მიიღო. ტუნისელი მამაკაცი ბელგიაში 2016 წლიდან ცხოვრობდა, პოლიციის ყურადღება იმავე წლიდან მიიქცია, როგორც რადიკალიზებულმა პიროვნებამ, რომელსაც ჯიჰადის კონფლიქტურ ზონაში სურდა წასვლა. ბრიუსელში თავდასხმის შემდეგ, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა, ტერორისტული საფრთხის დონე ოთხამდე, უმაღლეს დონემდე გაიზარდა. მომხდარის გამო, ბელგიის დედაქალაქში მიმდინარე „ევრო 2024“-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ბელგია-შვედეთს შორის შეწყდა. „ბრიუსელში განხორციელებული თავდასხმა აჩვენებს, რომ ევროპელებმა უნდა გააძლიერონ უსაფრთხოება“ - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. ბორელმა ბრიუსელის თავდასხმასთან დაკავშირებით კომენტარი ესპანეთში გააკეთა, სადაც ევროკავშირის პირველი ერთობლივი სამხედრო წვრთნები იმართება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გიორგი რუხაძე ბრიუსელში განხორციელებული ტერაქტების შესახებ
Georgia Development Foundation
კულტურის მინისტრი ბელგიაში მცხოვრებ ქართველ ხელოვანებს შეხვდ...
culturegovge culturegovge
საქართველო ევროკავშირის პროგრამის „Creative Europe„- ის წევრ...
culturegovge culturegovge
ნატო-ს გენერალური მდივნის მხარდამჭერი განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვინ არიან ბრიუსელში განხორციელებულ ტერაქტებში ეჭვმიტანილები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა 2018 წელი შეაჯამა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ჟოზეფ ბორელთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კამპანია „მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster