ისრაელის სამხედრო ოპერაცია რაფაჰში


ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰზე თავდასხმები საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.

ქვეყნების ნაწილი ისრაელს საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. სასაზღვრო ქალაქ რაფაჰში მასშტაბური სახმელეთო ოპერაციის დაანონსების ფონზე ოფიციალური თელავივის მიმართ ტონს ამკაცრებს ბრიუსელი და ვაშინგტონიც. ისრაელის ხელისუფლება რაფაჰში მცხოვრებ ადამიანებს სასაზღვრო ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდებს, თუმცა ადგილობრივებს, რომლებისთვისაც სასაზღვრო ქალაქი ბოლო თავშესაფარია, წასასვლელი აღარ აქვთ. რაფაჰზე ბოლო დღეებში მიტანილი საჰაერო და სახმელეთო იერიშების შედეგად საკმაოდ დიდი მსხვერპლია მშვიდობიან მოქალაქეებს შორის. ისრაელსა და ჰამასს შორის დროებითი ზავის ასამოქმედებლად საერთაშორისო ძალისხმევა აქტიურდება. საომარ მოქმედებებში ექვსკვირიანი პაუზის მისაღწევად ეგვიპტეში მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან