უკრაინის ქალაქ ბოროდიანკაში ორი სამარხი აღმოაჩინეს

21.04.2022 01:32

ორი სამარხი აღმოაჩინეს ბოროდიანკაში. ნაპოვნია ცხრა ადამიანის ცხედარი, მათ შორის ერთი 15 წლის მოზარდია. ღამის განმავლობაში განგაშის სიგნალი ჩაირთო ქვეყნის უმეტეს რეგიონში. აფეთქებების ხმა გაისმა ხარკოვსა და მიკოლაევში. ორივე ქალაქი იბომბება. უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში, აღმოსავლეთით, მტრის ცხრა შეტევა მოიგერიეს, რუსული ძალები საარტილერიო თავდასხმას განაგრძობენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დონეცკის ოლქში ოკუპანტების თავდასხმის შედეგად ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. მძიმე ვითარებაა ლუგანსკშიც. ოკუპანტები დასახლება პოპასნაიაზე იერიშით მიიწევენ. ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეები რჩებიან, ევაკუაცია ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების გამო ვერ ხერხდება. სოციალურ ქსელში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, სადაც რუს სამხედროებს ავალებენ, პოპასნაიაში ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი სამხედროები დახვრიტონ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსები ხერსონის ოლქში ადგილობრივი მოსახლეობის მობილიზაციას გეგმავენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
01:08

რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ბოროდიანკაში 26 ცხედარი აღმოაჩინეს შენობის ნანგრევებში
01:09

ბოროდიანკაში 26 ცხედარი აღმოაჩინეს შენობის ნანგრევებში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

უკრაინის ქალაქ ბოროდიანკაში ბენქსის ნახატი გამოჩნდა
01:00

უკრაინის ქალაქ ბოროდიანკაში ბენქსის ნახატი გამოჩნდა

Euronews Georgia

რუსეთმა ქალაქი ბროვარი დაბომბა - უკრაინის ხელისუფლება
01:07

რუსეთმა ქალაქი ბროვარი დაბომბა - უკრაინის ხელისუფლება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რა ნაბიჯებს დგამენ, ნატოს მოკავშირეები უკრაინის დასახმარებლად?
05:26

რა ნაბიჯებს დგამენ, ნატოს მოკავშირეები უკრაინის დასახმარებლა...

ამერიკის ხმა

ბოროდიანკა - კიდევ ერთი განადგურებული ქალაქი
06:51

ბოროდიანკა - კიდევ ერთი განადგურებული ქალაქი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ქალაქ დნეპრის თვითმმართველობამ 600 საფლავი გათხარა
00:42

ქალაქ დნეპრის თვითმმართველობამ 600 საფლავი გათხარა

რადიო თავისუფლება

უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვში აფეთქება მოხდა
00:45

უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვში აფეთქება მოხდა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო