საცობები და ხალხით სავსე სავაჭრო ცენტრები / შეცვლილი სადღესასწაულო ტრადიციები ევროპაში #LIVE
• საქართველოს დიდი ქალაქები დაწესებულ შეზღუდვებს საცობებითა და ხალხით სავსე სავაჭრო ცენტრებით ხვდება - მსხვილი ბიზნესოპერატორების ნაწილი მიღებულ რეგულაციებს „ლოქდაუნს“ უწოდებს და მასში ცვლილებების შეტანას ითხოვს; დაწესებული შეზღუდვები და ობიექტები, რომლებიც ხვალიდან იხურება; • როგორ უმკლავდება ჰოსპიტალური სექტორი ახალი შემთხვევების მზარდ ნაკადებს და რა შედეგებს ელის ქვეყანა დაწესებული შეზღუდვებით - „დღის თემის“ შეკითხვებს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე უპასუხებენ; • პანდემია და რთული ეპიდვითარების გამო შეცვლილი სადღესასწაულო ტრადიციები ევროპაში - ქრისტიანული სამყარო შობას დაკეტილი ბაზრობებითა და ცარიელი ქუჩებით ხვდება; ქვეყნები ვაქცინის მოლოდინში არიან; ვაქცინაციის პროგრამას ერთ-ერთი პირველი, ამერიკის შეერთებული შტატები დაიწყებს; • ბოიკოტის რეჟიმში დარჩენის მიუხედავად, ოპოზიცია დაფინანსების მიღებაზე უარს არ ამბობს - თანხის მიღებას არ აპირებენ „გირჩი“ და პარტია „მოქალაქეები“, „ლელო“ და „ლეიბორისტული პარტია“ კი კვლავ ფიქრის რეჟიმში არიან; მმართველი გუნდი ოპონენტთა პოლიტიკურ ლოგიკას აკრიტიკებს; ექსპერტები დაფინანსების ალტერნატიულ მოდელებზე საუბრობენ და ამერიკულ და ევროპულ გამოცდილებაზე მიუთითებენ; • საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს „რანინას“ გამარჯვებული, 10 წლის სანდრა გადელია წარადგენს, სიმღერით - „შენ არ ხარ მარტო“; კონკურსის ფინალი დისტანციურად გაიმართება, ხოლო საკონკურსო ნომერს ქვეყნები ვიდეო ჩანაწერით წარადგენენ; რიგით მე-18 საბავშვო ევროფესტივალს პოლონეთი მასპინძლობს; 2020 წელს კონკურსის სლოგანია „აამოძრავე მსოფლიო“ ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მივდივართ ლილოში // საშინელი საცობები და უამრავი ხალხია
Nini Kvirike Vlogs
რიგები და საცობები ლარსის გამშვებ პუნქტთან
Formula News
გიორგი გახარიას გზავნილები / რეგულაციების შემსუბუქების პირვე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
Istanbul, Turkey | სტამბული , თურქეთი.
Salome N
ველოტრანსპორტის შესახებ
Salukvadze
სტიქიური უბედურებები2022 წლის18-26 იანვრი თვითმხილველებიკლიმ...
საცობები და გადატვრირთული გზები - როგორ ავირიდოთ სატრანსპორ...
Music Box
საცობები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რა უნდა ვქნათ? - ცოტნ...
Girchi - მეტი თავისუფლება