მოძრაობის „არა ნაციზმს“ განცხადება

28.11.2018 01:18

სახალხო მოძრაობა „არა ნაციზმს“ საარჩევნო უბნებამდე იმ ამომრჩეველთა ტრანსპორტირებას ახორციელებს, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ, მაგრამ რეგისტრირებულები არიან რაიონებში. ამ მიზნით, დილის 8 საათზე რამდენიმე ავტობუსი უკვე გაემგზავრა დასავლეთ საქართველოს რაიონებში. მოგვიანებით ავტობუსები დაიძრნენ აღმოსავლეთ საქართველოსაკენ. ხმის მიცემის პროცედურის შემდეგ ამომრჩევლები იგივე ტრანსპორტით დღესვე დაბრუნდებიან თბილისში. რაიონებში წამსვლელი ამომრჩევლების რაოდენობა მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ მეორე ტურში აქტიურობა ამ კატეგორიის ამომრჩეველთა შორისაც გაცილებით მეტია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: