ლია სტურუას პოეტური კრებულის პრეზენტაცია
1 ოქტომბერს, 17:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, თანამედროვე ქართველი პოეტის, ლია სტურუას პოეტური კრებულის, - „რჩეულის'' პრეზენტაცია გაიმართება. კრებული გამომცემლობა დიოგენემ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოსცა, სადაც პოეტის საუკეთესო ლექსებია შესული. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, მწერლები, პოეტები, მოწვეული სტუმრები. ლია სტურუა 1939 წლის 15 მაისს, თბილისში დაიბადა. 1957 წელს დაამთავრა თბილისის 24-ე საშუალო სკოლა. ამავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მოეწყო ასპირანტურაში; 1974 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „ფერის მხატვრული ფუნქცია გ. ტაბიძის პოეზიაში." კითხულობდა ლექციებს უნივერსიტეტში, იმავდროულად, მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1999 წლიდან არის გ. ტაბიძის მუზეუმში ლიტერატურული კონსულტანტი. პირველი ლექსების წიგნი „ხეები ქალაქში'' პოეტმა 1962 წელს გამოსცა. დაბეჭდილია ლია სტურუას 12-ზე მეტი პოეტური კრებული; იგი ავტორია რამდენიმე პროზაული ნაწარმოების „ბედნიერი სიჩუმე'', „რძეში ჩავარდნილი ქვა'' (შეგრძნებების რომანი); წერს ესეებს, წერილებს. მისი ლექსები თარგმნილია გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ და ფინურ ენებზე. პოეტი საქართველოს სახელმწიფო პრემიის, გალაკტიონ ტაბიძის პრემიის და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატია. 2013 წლის, 23 სექტემბერს წლის საუკეთესო პოეტური კრებულისთვის „დავიწყების დღე", ლია სტურუას ლიტერატურული პრემია საბა გადაეცა. http://www.culture.gov.ge / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
ლია სტურუას პოეტური კრებულის პრეზენტაცია
culturegovge culturegovge
ლია სტურუას პოეტური კრებული
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ახალიდღე „ვაგრძელებ თამაშს?!“ - ლია სტურუას პოეტური კრებული...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტყეს, რომელიც მიყვარს, ლია სტურუა ქართულად და ფრანგულად Lia...
B. Chabradze ბაჩანა ჩაბრაძე
სეზანი, ლია სტურუა ქართულად და ფრანგულად Cézanne, Lia Sturua...
B. Chabradze ბაჩანა ჩაბრაძე
ლია სტურუას " ანაქრონიზმები "
ცოცხალი წიგნები
ლია სტურუა – 80 / giorgi kekelidze
giorgi kekelidze
ლია სტურუა: უნდა დავსვათ ბავშვები და წავუკითხოთ ლექსი | „შემ...
TV IMEDI