ერეკლე კოდუას ბრალდების საქმის განხილვა


საქალაქო სასამართლოში ერეკლე კოდუას ბრალდების საქმის განხილვა იწყება.

დაიკითხება ბრალდების მხარის მოწმე, ტელეკომპანია „იმედის“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების ყოფილი დირექტორი, გიორგი თარგამაძე. თარგამაძის ინფორმაციით, 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეიმედში შეჭრისას და არხის გათიშვის შემდეგ რამდენიმე წამით შედგა კომუნიკაცია მასსა და ერეკლე კოდუას შორის. მან მოუწოდა ყოფილ ძალოვანს, არ მომხდარიყო რაიმე სახის ძალადობა.

ბრალდების მხარე ერეკლე კოდუას ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და ტელევიზიის გათიშვის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებას ედავება ძალადობით და იარაღის გამოყენებით.

ერეკლე კოდუაზე ამ დროისთვის პროკურატურას ძებნა აქვს გამოცხადებული.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან