საქართველოს პირველ არხზე დებატები იწყება


10 პოლიტიკური ძალა ერთ სატელევიზიო სტუდიაში.

ზუსტად ერთ საათში საქართველოს პირველი არხი პირველ საარჩევნო დებატებს შემოგთავაზებთ. „მოამბის“ დასრულებისთანავე, 22 საათზე 10 კვალიფიციური პარტიის წარმომადგენლები ერთმანეთის პირისპირ იდგებიან და წამყვანის შეკითხვებთან ერთად ერთმანეთისთვის დასმულ კითხვებსაც უპასუხებენ. მონაწილეებს ასევე ექნებათ საშუალება, რომ ამომრჩევლებს მიმართონ. 

საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით დაგეგმილ დებატებში ყველა მონაწილეს პასუხების გასაცემად და მიმართვებისთვის თანაბარი ფიქსირებული დრო ექნებათ. საარჩევნო დებატებს გადაცემა „თავისუფალი ხედვის“ წამყვანი, გიორგი გვიმრაძე გაუძღვება. ზუსტად ერთ კვირაში კი სატელევიზიო სტუდიას თბილისის მერობის ყველა კანდიდატს დავუთმობთ. დებატებში11 კვალიფიციურ პარტიას უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა დღის ბოლოს „კანონი და სამართლის“ წარმომადგენელმა უარი თქვა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან