კაცებს აღარ გვაქვს ძარღვებში სისხლი,
ჩვენს ქალებს რძე და ცრემლი დაუშრათ...
სანთლის დანთებით ვმალავთ ჩვენს სირცხვილს?!
დაუშვებელი ვცდილობთ დავუშვათ?
ტლუმ გაიხარა, თავის თავს ვერ ცნობს მეორე ტლუში,
არისტოკრატი შეშინებული და პირ-მყრალია,
პატრიოტები ერთი-მეორეს ესვრიან ზურგში,
ყველა მეორე გენერალია...
უსუსურები გამეფებულან და უვიცები...
გადახდილია ფული ლულებში,
ფული სიკვდილში გადახდილია...
მათხოვარი სთხოვს ხურდას მათხოვარს
და საფლავები კვლავ გათხრილია...
ჩემი ქვეყანა -
გადაფლეთლი, გაძარცვული, დამწვარი ყანა...
ასე არ არის ხალხო? ასე არ არის განა?
აი, ამიტომ აღარა აქვთ ჩვენს კაცებს ძარღვებში სისხლი...
აი, ამიტომ რძე და ცრემლი დაუშრათ ქალებს...
ნიკო გომელაური
• 🎭 ✍ გომელაური ✍ 🎭