გიორგი მღებრიშვილი უნგრეთის ეროვნული პოლიციის შტაბ-ბინას ეწვია
უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ეროვნული პოლიციის შტაბ-ბინას ეწვია და უფროს კომისარს - კაროლი პაპპს შეხვდა. უნგრეთის პოლიციის უფროსმა საქართველოს შს მინისტრს უწყების შესახებ ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინა. კაროლი პაპპმა გიორგი მღებრიშვილს უნგრეთში დანაშულის დინამიკაზე, არსებული პრობლემების იდენტიფიცირების მეთოდებზე, ასევე, დანაშულის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე მხარეებმა არალეგალური მიგრაციის და მასთან ერთობლივი ბრძოლის საკითხებიც განიხილეს. როგორც კაროლი პაპპმა აღნიშნა, „კრიმინალს არა აქვს საზღვრები. შესაბამისად, ვინც საკუთარი ქვეყნის საზღვრებში იკეტება, წარმატებას ვერ მიაღწევს. უნგრეთი მზადაა, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს თავისი გამოცდილება გაუზიაროს. მოხარული ვიქნებით ქართულ მხარესთან სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობით“. თავის მხრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთო გამოწვევების წინააღმდეგ საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. გიორგი მღებრიშვილის თქმით, ევროკავშირის 28 ქვეყნიდან 15 ქვეყანასთან, მათ შორის, უნგრეთთან, საქართველომ უკვე დადო ხელშეკრულება დანაშაულის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ბოლო პერიოდის მანძილზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციის ატაშეები ევროპის მრავალ ქვეყანაში წარგზავნა. სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე: http://goo.gl/gtxb3M
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
გიორგი მღებრიშვილი უნგრეთის შს მინისტრს შეხვდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
N5 ქალთა დაწესებულებაში სამკერვალო საწარმო გაიხსნა
სპეციალური პენიტენციური სამსახური
გიორგი მღებრიშვილი TCR International-ის დამფუძნებელ მარჩელო...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
გიორგი მღებრიშვილი ჰესენის ფედერალური მიწის შს მინისტრს შეხვ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
გიორგი მღებრიშვილი შვედეთის შს მინისტრს შეხვდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
გიორგი მღებრიშვილი კონტრ-ადმირალ ჯორჯო ლაციოს შეხვდა
Giorgi Mgebrishvili
გიორგი მღებრიშვილი - მსურს ყველა პოლიციელი თავისუფალი იყოს გ...
PalitraNews
გიორგი მღებრიშვილი აშშ-ს ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო