„ნამახვანჰესის“ მშენებელი კომპანია ხელშეკრულებას წყვეტს
მსხვილი საინვესტიციო კომპანია საქართველოდან გადის. „ენკა“ ორი წლის წინ გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტს, რაც ნიშნავს, რომ თურქული კომპანია რიონის ხეობაში „ნამახვანჰესს“ აღარ ააშენებს. ინვესტორი, რომელიც მასშტაბური, 433 მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის აშენება-მართვა-ექსპლუატაციაზე იყო პასუხისმგებელი, გადაწყვეტილების მიზეზად ხელშეკრულების პირობების დარღვევას ასახელებს. „ენკას“ პოზიცია წერილობით უკვე გადაეგზავნა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს. ახლა საინტერესოა, გახდება თუ არა 800 მილიონიანი შეჩერებული პროექტი საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის საგანი. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა რამდენიმეთვიანი პროტესტის შემდეგ ხეობაში კაშხლის მშენებლობა შეჩერებული იყო და გარემოზე ზემოქმედების შეფასების მიზნით დამატებითი კვლევებიც ტარდებოდა. პარალელურად, სადავო ჰესის გარშემო ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობით საერთაშორისო მედიაციის პროცესიც მიმდინარეობდა. პოლიტიკურ სპექტრში რეაქციები მწვავეა - ოპოზიცია „ენკას“ გასვლაზე მთელ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„ენკას“ სამოქმედო გეგმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ნამახვანჰესის“ მომავალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კომპანია „ენკას“ განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია დაჯარიმდა
TV IMEDI
აქცია „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება გუმათში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება გუმათში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უარი რიონის მცველებთან საჯარო შეხვედრაზე
მაუწყებელი • Mautskebeli