კომპანია „ენკას“ განცხადება
„ნამახვანჰესის“ მშენებელი კომპანია „ენკა“ მოუწოდებს აქტივისტებს, შეწყვიტონ ძალისმიერი ქმედებები, რათა თავიდან იყოს აცილებული ესკალაცია და დაპირისპირება. მათივე განმარტებით, შემაშფოთებელია, რომ პროექტში დასაქმებული ადამიანები მუდმივად არიან ძალადობისა და თავდასხმის რისკის ქვეშ. პროტესტის მონაწილე აქტივისტების მიერ გზების გადაკეტვა და კომპანიისთვის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის ხელის შეშლა სცილდება პროტესტის გამოხატვის მშვიდობიან ფორმას. კომპანიის კერძო ტერიტორიაზე ძალისმიერი შეჭრა და საქმიანობის შეზღუდვა პროვოკაციული ქმედებაა და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რის შესახებაც სრულ ინფორმაციას მივაწვდით ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოვითხოვთ სათანადო რეაგირებას. ჩვენი შეფასებით, აქტივისტების მიზანია, ხალხი დააპირისპიროს ერთმანეთს და პოლიციას და ამით შექმნან დაძაბულობის მუდმივი კერა“, – აღნიშნულია განცხადებაში. გარდა ამისა, კომპანიის ცნობით, ხშირია არასწორი ინფორმაციის გავრცელება პროექტის მიმდინარეობის შესახებ. კომპანია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მზად არის საქმიანი დიალოგისთვის ნებისმიერ კონსტრუქციულ ფორმატში, რათა კომუნიკაცია შედეგზე ორიენტირებული გახდეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება „ნამახვანჰესზე“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ლევან ვასაძის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება „ნამახვანჰესზე“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ენკას“ სამოქმედო გეგმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მორიგი აქცია „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ / ნიკა მელია პატიმრო...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster