რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში - 146-ე დღე

19.07.2022 00:53

უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. ოდესის ოლქის დაბომბვის შედეგად დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. შავი ზღვის აკვატორიიდან ოდესის მიმართულებით 7 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს. მსხვერპლი მოჰყვა აფეთქებს ქალაქ დნიპროზე. დაიბომბა სამრეწველო დაწესებულება, შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ინტენსიურად იბომბებოდა სუმის ოლქიც, დაშავებულია ორი პირი. ომის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ამჟამად რუსეთი კონცენტრირებულია დონეცკის ოლქში ქალაქ სევერსკისა და ბახმუტის დაკავებაზე. რაც შეეხება უკრაინული მხარის წინსვლას - ხერსონის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დარტყმა განახორციელეს ოკუპანტების შეიარაღებისა და ტექნიკის ორ საწყობზე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: