რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში - 146-ე დღე


უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. ოდესის ოლქის დაბომბვის შედეგად დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. შავი ზღვის აკვატორიიდან ოდესის მიმართულებით 7 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს. მსხვერპლი მოჰყვა აფეთქებს ქალაქ დნიპროზე. დაიბომბა სამრეწველო დაწესებულება, შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ინტენსიურად იბომბებოდა სუმის ოლქიც, დაშავებულია ორი პირი. ომის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ამჟამად რუსეთი კონცენტრირებულია დონეცკის ოლქში ქალაქ სევერსკისა და ბახმუტის დაკავებაზე. რაც შეეხება უკრაინული მხარის წინსვლას - ხერსონის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დარტყმა განახორციელეს ოკუპანტების შეიარაღებისა და ტექნიკის ორ საწყობზე.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან