მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი


მმართველი გუნდის შეთავაზება პოლიტიკურ სპექტრს.

საარჩევნო სისტემაზე უმრავლესობის პოზიცია დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ გაახმოვანა. შეთავაზება გულისხმობს შერეული საარჩევნო მოდელის შენარჩუნებას და მასში პროპორციული წილის გაზრდას ორ-მესამედამდე. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობაში მიღწეულია თანხმობა, მომდევნო არჩევნების შედეგად პარლამენტი დაკომპლექტდეს 100 პროპორციულად არჩეული დეპუტატით და 50 მაჟორიტარით. ბრიფინგზე არჩილ ტალაკვაძემ განაცხადა, რომ ამ მოდელში მმართველი გუნდი პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნების გარანტიებს ხედავს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან