რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

17.03.2024 01:09

უკრაინის ტერიტორიებს ბომბავს რუსეთი. გასულ ღამეს რუსეთის ძალებმა უკრაინის ოლქების მიმართულებით „ეს-300“-ის ხუთი რაკეტა, ორი საავიაციო რაკეტა „X-59“ და „შაჰედის“ ტიპის 16 დრონი გაუშვეს. ოდესის ოლქის თავზე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 14 დრონის განადგურება შეძლეს. ოდესაში კი უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული იერიშის შედეგად დაზიანდა ორი აგროსაწარმო. უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო დღე-ღამეში ფრონტის ხაზზე 58 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ყველაზე აქტიურ შეტევას მოწინააღმდეგე ძალები ლუგანსკის ოლქის მიმართულებით ახორციელებენ, სადაც საოკუპაციო ჯარებმა უკრაინის თავდაცვის გარღვევა 28-ჯერ სცადეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: