„სამართლიანი არჩევნების“ ინიციატივა

17.10.2023 01:56

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა იმ კანდიდატების ინტერესებს დაიცავს სასამართლოში, რომლებიც გასაუბრების ეტაპს გამოეთიშნენ. ისინი გასაუბრების შედეგების ბათილად ცნობას და მის ხელახლა, სამართლიან გარემოში ჩატარებას ითხოვენ. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გასაუბრების ოქმების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ცალკეულ შემთხვევებში გასაუბრების ოქმს ხელს აწერდა კომისიის ის წევრი, რომელიც კანდიდატთან გასაუბრებას საერთოდ არ ესწრებოდა, ასევე გასაუბრების ხანგრძლივობა და დასმული კითხვები გასაუბრების ფორმალურ ხასიათზე მიუთითებდა, რაც კანდიდატის სრულყოფილად შეფასების შესაძლებლობას არ იძლეოდა. მათი განმარტებით, დირექტორობის მსურველთა კანდიდატების ჩაჭრა პოლიტიკური ნიშნით ხდებოდა და ისინი ე.წ. შავ სიებში იყვნენ. პირად მაგალითებზე თავად დირექტორობის მსურველმა კანდიდატებმაც ისაუბრეს და კიდევ ერთხელ მოითხოვეს განათლების მინისტრთან შეხვედრა. საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესში მონაწილე 160-მდე აპლიკანტმა გასაუბრების ეტაპი ვერ გადალახა. აღნიშნულთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროში დღეს კომენტარი არ გაუკეთებიათ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

„ქართული ოცნება“ სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის ახალი ინიციატივით გამოდის
03:06

„ქართული ოცნება“ სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის ახალი...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

„საერთაშორისო გამჭვირვალობა...
02:11

„საერთაშორისო გამჭვირვალობა...

odishitv

სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები თელავში
01:07

სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები თელავში

ტელეკომპანია თანამგზავრი

არჩილ თალაკვაძე აქტივისტს: „მითინიშ ოთხუალ ვამაფუ მარგალურო 2 სიტყვა ბთქუე“
00:09

არჩილ თალაკვაძე აქტივისტს: „მითინიშ ოთხუალ ვამაფუ მარგალურო...

Radio Atinati

ელენე ნიჟარაძემ `სამართლიანი არჩევნების~ დირექტორის თანამდებობა დატოვა
04:09

ელენე ნიჟარაძემ `სამართლიანი არჩევნების~ დირექტორის თანამდებ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ქართული ოცნების“ პასუხი ამერიკელი კონგრესმენის ინიციატივაზე
09:02

„ქართული ოცნების“ პასუხი ამერიკელი კონგრესმენის ინიციატივაზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

არასამთავრობოების განცხადება საზოგადოებრივ მაუწყებლში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით
03:06

არასამთავრობოების განცხადება საზოგადოებრივ მაუწყებლში შექმნი...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მართლმსაჯულების რეფორმა ჩავარდა, ხოლო საარჩევნო რეფორმა არასაკმარისია - საერთაშორისო პარტნიორები
03:50

მართლმსაჯულების რეფორმა ჩავარდა, ხოლო საარჩევნო რეფორმა არას...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ყველა ვიდეო