არჩილ თალაკვაძე აქტივისტს: „მითინიშ ოთხუალ ვამაფუ მარგალურო 2 სიტყვა ბთქუე“
აქტივისტმა ცაბუნია ვართაგავამ ზუგდიდში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ შეხვედრაზე არჩილ თალაკვაძეს და სხვა პარლამენტარებს კითხვით მიმართა. ის დაინტერესდა, გარდა არჩევნების პროპორციული სიით ჩატარების საკითხისა, რატომ არ გაითვალისწინა მთავრობამ ახალგაზრდების სხვა მოთხოვნები, რომლებსაც ისინი თბილისში პერმანენტულად გამართულ აქციებზე რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდნენ. აღნიშნულმა კითხვამ შეკრებილების ნაწილი გააღიზიანა და ცაბუნია ვართაგავას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მათ ახალგაზრდა აქტივისტს უზრდელი უწოდეს. შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ კი მას შუათითი უჩვენა. მანამდე, ვართაგავამ პარლამენტარებს რჩევაც მისცა. მან თქვა, რომ სამეგრელოში ხშირად ჩამოდიან ადამიანები, რომლებიც მეგრულად რამდენიმე სიტყვას იტყვიან და ეს ადგილობრივებს ძალიან უხარიათ. მისივე თქმით, ეს ადამიანური თვალსაზრისით კარგია, თუმცა, აქტივსტი ამბობს, რომ ეს ადამიანები და მათ შორის, პარლამენტარები სხვა დროს და ვითარებაში მეგრული ენის დასაცავად ხმას არ იღებენ. შეკრებილების ნაწილში ამ რჩევამაც უკმაყოფილება გამოიწვია. შეხვედრაზე მყოფმა მოქალაქეებმა თქვეს, რომ მეგრულ ენას დაცვა არ სჭირდება და აქტივისტი სეპარატიზმში დაადანაშაულეს, რაზეც ვართაგავამ უპასუხა, რომ მას სეპარატისტული მოსაზრებები არ დაუფიქსირებია და მხოლოდ ენის დაცვაზე საუბრობდა. პარლამენტის თავმჯდომარემ აქტივისტის პასუხად თქვა, რომ ყოფილი შს მინისტრი გიორგი გახარია არათუ არ უნდა გადამდგარიყო, არამედ, ის ვალდებული იყო დაეცვა სახელმწიფო და დაემყარებინა წესრიგი ქვეყანაში. „სამწუხაროა, რაც მოხდა, მაგრამ დილით ეს იყო სამართლიანი პროტესტი და ღამით რაც მოხდა, ამას მშვიდობიან აქციას ვეღარ დავარქმევთ. შს მინისტრი არათუ არ უნდა გადამდგარიყო, არამედ, ის ვალდებული იყო, დაეცვა წესრიგი და დაეცვა სახელმწიფო. რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებს, ეს მთელი საზოგადოების ინიციატივა და იდეაა და ჩვენ ეს გვსურდა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ",- აღნიშნა თალაკვაძემ. რაც შეეხება მეგრულ ენასთან დაკავშირებულ რჩევას, თალაკვაძემ მეგრულად უპასუხა: „მითინიშ ოთხუალ ვამაფუ მარგალურო 2 სიტყვა ბთქუე“, რაც ქართულად ასე ჟღერს: მეგრულად ერთი-ორი სიტყვის თქმა არავისთვის მაქვს სათხოვარი. როგორც აღმოჩნდა, არჩილ თალაკვაძე მეგრულად საუბრობს, რადგან სამეგრელო მისი დედულეთია. 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების საკითხზე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში საკონსტიტუციო ცვლილებებზე თითქმის3 საათი იმსჯელეს. განიხილება ცვლილების ორი პროექტი. ერთი მმართველი პარტიის დეპუტატების მიერ, ხოლო მეორე კი საინიციატივო ჯგუფის მიერ არის ინიცირებული, რომელმაც 200 ათასი მოქალაქის ხელმოწერა შეაგროვა. შეხვედრას ესწრებიან, როგორ მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები. შეკრებილებს სიტყვით უკვე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ. მან არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/116211701... Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდში სამოქალაქო აქტივისტს შეურაცხყოფა მიაყენეს
Radio Atinati
არჩილ თალაკვაძე
GrassGroup Georgia
არჩილ თალაკვაძე: მხოლოდ თავისუფალ არჩევნებში შეიძლება თქვენნ...
TV IMEDI
არჩილ თალაკვაძე გადაცემაში "იმედი LIVE"
TV IMEDI
არჩილ თალაკვაძე: პროვოკაცია, რაც ვნახეთ არ არის ერთი ჟურნალი...
TV IMEDI
არჩილ თალაკვაძე კვლავ ტყუილში ამხილეს - ფოტოები თვითმფრინავი...
Georgia Official
არჩილ თალაკვაძე სტუმრად ქრონიკის სპეციალურ გამოშვებაში
TV IMEDI
არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster