არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა იმ კანდიდატების ინტერესებს დაიცავს სასამართლოში, რომლებიც გასაუბრების ეტაპს გამოეთიშნენ. ისინი გასაუბრების შედეგების ბათილად ცნობას და მის ხელახლა, სამართლიან გარემოში ჩატარებას ითხოვენ. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გასაუბრების ოქმების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ცალკეულ შემთხვევებში გასაუბრების ოქმს ხელს აწერდა კომისიის ის წევრი, რომელიც კანდიდატთან გასაუბრებას საერთოდ არ ესწრებოდა, ასევე გასაუბრების ხანგრძლივობა და დასმული კითხვები გასაუბრების ფორმალურ ხასიათზე მიუთითებდა, რაც კანდიდატის სრულყოფილად შეფასების შესაძლებლობას არ იძლეოდა. მათი განმარტებით, დირექტორობის მსურველთა კანდიდატების ჩაჭრა პოლიტიკური ნიშნით ხდებოდა და ისინი ე.წ. შავ სიებში იყვნენ. პირად მაგალითებზე თავად დირექტორობის მსურველმა კანდიდატებმაც ისაუბრეს და კიდევ ერთხელ მოითხოვეს განათლების მინისტრთან შეხვედრა. საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესში მონაწილე 160-მდე აპლიკანტმა გასაუბრების ეტაპი ვერ გადალახა. აღნიშნულთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროში დღეს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.