კრისტიან როზეს ფოტონამუშევრების გამოფენა

22.10.2014 01:01

22 ოქტომბერს, 16:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ცნობილი ფრანგი ფოტოგრაფის კრისტიან როზეს ფოტონამუშევრების გამოფენას გახსნის. გამოფენა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში იმართება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება კრისტიან როზეს მიერ შექმნილი ჯაზ-შემსრულებელთა პორტრეტები. დამთვალიერებელს საშუალება ექნება გაეცნოს ცნობილი ფრანგი ფოტოგრაფის მიერ სხვადასხვა წლებში აღბეჭდილ მრავალფეროვან და საინტერესო მუსიკალურ სამყაროს. კრისტიან როზე უკვე 50 წელია, ჯაზისა და ფოტოგრაფიის სფეროში მოღვაწეობს. ფრანგულ ჯაზ-ჟურნალში მუშაობა 19 წლის ასაკში დაიწყო, თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ გამოცემებთან, როგორიცაა: Le Monde, Liberation, L'Express, Le Nouvel Observateur, ასევე მუსიკალურ პრესასთან: Guitare Mag, Keybords Mag, Batteur Mag, MUZIQ და სხვ. გარდა ამისა, კრისტიან როზე არის შემდეგი წიგნების ავტორი: Instants de Jazz, Jazz Meetings, Zappa in France, Black \u0026 Soul და Guitare 160 Portraits de Légende. ქრისტიან როზეს გამოფენა ხელოვნებათმცოდნეების ნინო მეტრეველისა (თბილისი) და შალვა ხახანაშვილის (პარიზი) ერთობლივ საკურატორო ნამუშევარს წარმოადგენს. ექსპოზიცია 30 ოქტომბრამდე გასტანს. მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11 (შესასვლელი ალექსანდრეს ბაღის მხრიდან). http://www.culture.gov.ge/   / culturegovge   http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

კრისტიან როზეს ფოტონამუშევრების გამოფენა ეროვნულ გალერეაში
08:25

კრისტიან როზეს ფოტონამუშევრების გამოფენა ეროვნულ გალერეაში

ეროვნული მუზეუმი / Georgian National Museum

თბილისის მე-17 ჯაზ-ფესტივალი და კრისტიან როზეს ფოტოგამოფენა
03:12

თბილისის მე-17 ჯაზ-ფესტივალი და კრისტიან როზეს ფოტოგამოფენა

culturegovge culturegovge

თბილისის მე-17 ჯაზ-ფესტივალი
12:43

თბილისის მე-17 ჯაზ-ფესტივალი

culturegovge culturegovge

კრისტიან დანიელსონის ვიზიტი - \"კომპრომისის სახით ჩიხიდან გამოსავალი უნდა გამოიძებნოს\"

კრისტიან დანიელსონის ვიზიტი - "კომპრომისის სახით ჩიხიდან გამ...

POSTV - ანალიტიკა

პოლიტიკური დიალოგი - ევროკავშირის შეთავაზება
07:53

პოლიტიკური დიალოგი - ევროკავშირის შეთავაზება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დიალოგი ევროკავშირის მედიაციით - მხარეთა პოზიციები
07:19

დიალოგი ევროკავშირის მედიაციით - მხარეთა პოზიციები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კრისტიან დანიელსონის ვიზიტი თბილისში
10:15

კრისტიან დანიელსონის ვიზიტი თბილისში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კრისტიან დანიელსონის შეხვედრა „ქართული ოცნების“ ლიდერებთან
04:19

კრისტიან დანიელსონის შეხვედრა „ქართული ოცნების“ ლიდერებთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო