პოლიტიკური დიალოგი - ევროკავშირის შეთავაზება

31.03.2021 07:53

კრისტიან დანიელსონი ბრიუსელშია, ევროკავშირის მედიაციით მოლაპარაკების გაგრძელების პერსპექტივა - ბუნდოვანი. ვინ რას თმობდა, ვინ აყენებდა ულტიმატუმებს და ვინ აწერდა დოკუმენტს უპირობოდ ხელს - ამ კითხვებზე ყველა მხარე სხვადასხვა ვერსიას ჰყვება. ახალი არჩევნების ან არჩევნებამდე მისასვლელ გზაზე შეთანხმების და პოლიტიკური დევნის დასრულების გარეშე ოპოზიციის დიდი ნაწილი დოკუმენტის ხელმოწერას არ განიხილავს და პარალელურად ამტკიცებს, რომ მმართველი გუნდი დანიელსონის მიერ შეთავაზებული რეფორმების გატარებაზეც კი არ იყო თანახმა. თუ „ქართულ ოცნებას“ დავეყრდნობით, ხელისუფლება საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმებს, ასევე რამდენიმე კომიტეტის დათმობასაც დაეთანხმა, შენიშვნა მხოლოდ ცალკეული საკითხის გარშემო იყო, თუმცა ოპოზიციის ულტიმატუმის გამო, მათ განხილვამდე საქმე არც კი მისულა. მედიატორის მიერ მომზადებულ ტექსტში საარჩევნო რეფორმა ბარიერის დაწევის გარდა ცესკო-ს თავმჯდომარის ახალი წესით არჩევას და კომისიების ახლებურად დაკომპლექტებასაც გულისხმობს. წარუმატებელი მეორე რაუნდის მიუხედავად, მმართველი პარტია საარჩევნო რეფორმის მიღებას აანონსებს.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

პოლიტიკური დიალოგი ევროკავშირის მედიაციით
10:48

პოლიტიკური დიალოგი ევროკავშირის მედიაციით

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევროკავშირის მედიაცია და მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან / დასავლეთის ღია გზავნილები #LIVE
01:39:00

ევროკავშირის მედიაცია და მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან /...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკებები / ვაქცინაციის წრე ფართოვდება #LIVE
01:05:50

უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკებები / ვაქცინაციის წრე ფართოვ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პოლიტიკური დიალოგის პერსპექტივა
06:38

პოლიტიკური დიალოგის პერსპექტივა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პოლიტიკური შეთანხმების პერსპექტივა
08:25

პოლიტიკური შეთანხმების პერსპექტივა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ხელისუფლების შეთავაზება და ოპოზიციის გეგმები
08:27

ხელისუფლების შეთავაზება და ოპოზიციის გეგმები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მმართველი გუნდის შეთავაზება ოპოზიციას
11:05

მმართველი გუნდის შეთავაზება ოპოზიციას

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პოლიტიკური დიალოგი ევროკავშირის მედიაციით
01:07

პოლიტიკური დიალოგი ევროკავშირის მედიაციით

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო