დაკავება, ქორწინების მიზნით, ქალის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით

09.03.2020 00:26

პოლიციამ, ქორწინების მიზნით, ახალგაზრდა ქალის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, სამი პირი დააკავა. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ა.-მ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ორ თანამზრახველთან ერთად, ქორწინების მიზნით, ძალადობრივი გზით, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება 2001 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს და წალკის მუნიციპალიტეტის მიმართულებით წაიყვანა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: