როგორ ხვდება ტურისტულ სეზონს ქობულეთი?
ბათუმის შემდეგ „მაცნე“ დაინტერესდა, როგორ ხვდება მეორე ტურისტული ქალაქი ზაფხულის დადგომას. აქტიურ სეზონამდე ნახევარი თვე რჩება, ქობულეთში კი სკვერები და სანაპირო ზოლი კი მოუწესრიგებელია. მაშინ, როცა მუნციპალიტეტის ხელმძღვანელობა ინფრასტრუქტურული პროექტებით თავს იწონებს, უკვე ჩამოსულ სტუმრებს დასვენება შეუსაბამო პირობებში უწევთ. რეპორტაჟს ნახევარ საათში ნახავთ აქტიური ტურისტული სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღე დარჩა, ქობულეთის სანაპიროზე კი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჯერ კიდევ არ დასრულებულა. მუნიციპალიტეტში უკვე ჩამოსულ სტუმრებს მოუწესრიგებელი სკვერები და პლაჟი დახვდა. ტურისტულ ქალაქში კვლავ პრობლემაა პლაჟებზე მისასვლელების არარსებობა. ადგილობრივები ხელისუფლების უყურადღებობაზე საუბრობენ. სანაპირო ზოლში ჰიგიენის ოთახები არ არის, აქ ვერც საშხაპეებს ნახავთ. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მუნიციპალიტმა, რომლის მთავარი პრიორიტეტი ტურიზმია მოსამზადებელი სამუშაოები დაგვიანებით დაიწყო. ქობულეთში, ამ დრომდე არ დასრულებულა საიჯარო ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი. უფრო მეტიც, სანაპიროზე შეზლონგების განთავსებისთვის მეწარმეებს წელს ნებართვის მიღება 20 პროცენტით გაუძვირდათ. გადაწყვეტილებას საკრებულოს დღევანდელ სხომაზე ხმაური მოჰყვა. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 148 ათას 700 ლარით გაიზარდა. მერიაში ირწმუნებიან, რომ თანხის უმეტესი ნაწილი სწორედ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებულ პროექტებს უნდა მოხმარდეს. მათ შორის საპირფარეშოების და საშხაპეების მოპწყობა იგეგმება. პარკში ინფრასტრუქტურის მოწერიოგებისთვის 82 ათასი, გამწვანების სამუშაოებისთვის კი 65 850 ათასი ლარი გამოიყო. #ბონდო_თედორაძე #ქობულეთი #ტურიზმი
აჭარა ენმ / Adjara unm-ის სხვა ვიდეოები
37:24
მთავარი აჭარაში _ გია დიასამიძე
02:22
ივანიშვილი-რიჟვაძის სპეცოპერაცია აჭარის მაუწყებლის...
09:17
აჭარა ტურისტების და ვაქცინაციის მოლოდინში
05:19
The Grand Tour ბათუმში
01:55
ენმ პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძეს ქალზე ძალადობ...
00:50
რეზო ხარაზი - კრიმინალთან ერთად კორუფცია გაიზარდა
10:07
ხულოში მერს 19 მაისს აირჩევენ
03:04
აჭარის მთავრობასთან ჩემოდნები მიიტანეს
მსგავსი ვიდეოები
როგორ ხვდება საქართველო ტურისტულ სეზონს
TV IMEDI
როგორ ხვდება ახალციხე ტურისტულ სეზონს?
მეცხრე არხი ახალციხე
როგორ ხვდება ბათუმი ტურისტულ სეზონს?
Business Media Georgia
როგორ ხვდება გორი ტურისტულ სეზონს
Trialeti TV
როგორ ხვდება ანაკლია ტურისტულ სეზონს
Radio Atinati
როგორ ხვდება რაბათის ციხე ტურისტულ სეზონს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ინტერვიუ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მალთაყვის სანაპირო ზოლი ტურისტული სეზონის წინ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster