როგორ ხვდება ანაკლია ტურისტულ სეზონს

14.06.2023 02:05

ანაკლია ტურისტული სეზონისთვის განსაკუთრებულად ემზადება,გამონაკლისი არც ეს ზაფხული იქნება. საოჯახო სასტუმროები მზად არიან სტუმრების მისაღებად. სანაპირო ზოლის მოუწესრიგებლობასა და დამსვენებელთა რაოდენობის სიმცირესთან ერთად ადგილობრივებმა ყურადღება რუსი ტურისტების მომრავლებაზეც გაამახვილეს. ჯერჯერობით, არ არის გახსნილი კვების ობიექტები. არ ფუნქციონირებს გასართობი სივრცეები. ანაკლიელების ნაწილი წლევანდელ სეზონთან დაკავშირებით პესიმისტურადაა განწყობილი. სასტუმროები ემზადებიან სტუმრების მისაღებად,მიმდინარე სამზადის პროცესი შესამჩნევია. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook:   / rado.atinati   Twitter:   / atinati1059   Instagram:   / radioatinati1059fm

გაზიარება: