სტუმრები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობიდან
10-14 ივნისს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მოწვევით, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი და ვიცე-პრეზიდენტი ტობიას ვოსი ეწვევიან. ვიზიტის მიზანია საქართველოში საგამომცემლო სექტორის გაცნობა და ასევე, კულტურის სფეროში მოქმედი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრების გამართვა. ვიზიტის ფარგლებში მოლაპარაკებები გაგრძელდება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოსთვის სტუმარი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე. რამდენიმე წელია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. სტუმარი ქვეყნის პროგრამა ნებისმიერ ქვეყანას საშუალებას აძლევს ადგილი დაიმკვიდროს თანამედროვე მსოფლიოს კულტურის რუკაზე. ეს უნიკალური შანსია ნებისმიერი ქვეყნისათვის, რათა თავის კულტურა და ისტორია გააცნოს მთელ მსოფლიოს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრემიერმინისტრთან ბ-ნ ბიძინა ივანიშვილთან და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან ბ-ნ გურამ ოდიშარიასთან. სტუმრები ასევე შეხვდებიან ქართველ მწერლებსა და გამომცემლებს. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
სტუმრები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობიდან
culturegovge culturegovge
იუნესკო-ს წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის პირველი შეხვედ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ახალიდღე საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის ემზადებ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#წიგნისდრო ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე
Business Media Georgia
#ნაშუადღევს კონცერტი თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და ოპერი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე
culturegovge culturegovge
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ლიტერატურული მარათონი გაიმართა
culturegovge culturegovge
ქართული ეროვნული სტენდი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე
culturegovge culturegovge