ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ლიტერატურული მარათონი გაიმართა
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ლიტერატურული მარათონი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა თანამედროვე ქართველმა ავტორებმა პირველად მიიღეს. ზურაბ ქარუმიძემ, ნესტან ნენე კვინიკაძემ, ბექა ადამაშვილმა, ლაშა ბუღაძემ და სალომე ბენიძემ საკუთარი უახლესი გერმანულენოვანი თარგმანები წარადგინეს. ღონისძიებას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმრები და საგამომცემლო ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ბაზრობის ფარგლებში ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით ჯამში 15-მდე ღონისძიება ჩატარდა. 15 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეულის დასასრულს, კი საქართველოს საფრანგეთისგან ოფიციალურად გადაეცემა 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსი. ცერემონიალი ქართველი მუსიკოსის, ქეთი მელუასა და გორის ქალთა გუნდის მიერ შესრულებულ მუსიკალურ პერფორმანსით დასრულდება. 2017 წლის ოქტომბრიდან ოფიციალურად დაიწყება საპატიო სტუმრის სტატუსით ქართული ლიტერატურისა და კულტურის წარდგენა გერმანულენოვან ევროპაში. http://culture.gov.ge
მსგავსი ვიდეოები
ფრანკფუტის წიგნის ბაზრობა 2017 გაიხსნა
culturegovge culturegovge
კახეთში ლიტერატურული კონკურსი “პენმარათონი 2018“ ჩატარდა
Music Box
ქართული ეროვნული სტენდი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე
culturegovge culturegovge
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე
culturegovge culturegovge
ფრანკფურტში პრემია „საბას“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დელეგაცია თიბისი ბანკში
Artareatv
თბილისის სიმფონიურმა ორკესტრმა გერმანიაში კონცერტი ჩაატარა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster