კატალოგი „სუვენირები საქართველოდან“ პრეზენტაცია
1 აპრილს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული კატალოგის „სუვენირები საქართველოდან“ პრეზენტაცია. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახა კანდელაკი, თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი გია გუგუშვილი და პროექტის კოორდინატორი ირინე საგანელიძე გაუძღვნენ. „სუვენირები საქართველოდან“ სამინისტროს მიერ უკვე გამოცემული ორი კატალოგის ახლებურ, სრულყოფილ ვერსიას წარმოადგენს და ემსახურება ტრადიციული ქართული ხელოვნების - ხალხურის რეწვის პოპულარიზაციას. მასში თავმოყრილია ტრადიციული ქართული ხელოვნების უძველესი მიმართულებები: კერამიკა, ოქრომჭედლობა, მინანქარი, ჭედურობა, ბატიკა, თექა და სხვა. კატალოგი აერთიანებს 100-ზე მეტი ავტორისა და 18 სახელოსნოს მიერ წარმოებულ უნიკალურ ნიმუშებს და ხელს უწყობს მათ პოპულარიზაციას. კატალოგის მეშვეობით დამთვალიერებელი გაეცნობა უძველესი ტექნოლოგიითა და მაღალი პროფესიული ნიშნით შესრულებულ ნამუშევრებს, რომელშიც ქართული კულტურის ტრადიციები და ისტორიაა თავმოყრილი. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
კატალოგი - "სუვენირები საქართველოდან"
culturegovge culturegovge
"სუვენირები საქართველოდან" - კატალოგის ელექტრონული ვერსიის პ...
culturegovge culturegovge
სუვენირები საქართველოდან
culturegovge culturegovge
სუვენირები საქართველოდან
culturegovge culturegovge
Souvenirs from Georgia
culturegovge culturegovge
კატალოგი 11/2018
Faberlic Unboxing
კატალოგი - „გერმანელი მხატვრები და კავკასია“
culturegovge culturegovge
კატალოგი#3
Kaxa Sartania