"სუვენირები საქართველოდან" - კატალოგის ელექტრონული ვერსიის პრეზენტაცია

21.09.2016 00:56

19 სექტემბერს, ხელოვნების სასახლეში კატალოგის "სუვენირები საქართველოდან" ელექტრონული ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ესწრებოდა. ელექტრონული კატალოგი 100-მდე ავტორის, 18 სახელოსნოს მიერ წარმოებულ რეწვის ნიმუშებს მოიცავს; ქართული რეწვის უნიკალურ ექსპონატებთან ერთად, საზოგადოებას ქართული პოლიფონიის, კერძოდ, ანსამბლ ,"რუსთავის" შესრულებით, ხალხური სიმღერების მოსმენის საშუალებაც ექნება. პროექტის მიზანია, ქართული ტრადიციული ხელოვნების ესთეტიკური ღირებულებების, მივიწყებული დარგების შენარჩუნება-განვითარება და ტრადიციული რეწვის ოსტატების საქმიანობის ხელშეწყობა. კატალოგის ელექტრონული ფორმატი ინოვაციური ხასიათისაა და ამ დრომდე ასეთი სახით არ განხორციელებულა. http://culture.gov.ge/

გაზიარება: