კატალოგი - „გერმანელი მხატვრები და კავკასია“
5 ოქტომბერს, კულტურის სამინისტროში გაიმართა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული კატალოგის - „გერმანელი მხატვრები და კავკასია“ პრეზენტაცია. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია გაუძღვნენ. საქართველოს ხელოვნების სასახლის მიერ გამოცემულ ალბომში - „გერმანელი მხატვრები და კავკასია“ თავმოყრილია ხელოვნების სასახლეში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ზუგდიდის დადიანების სასახლეებში და კერძო პირების კოლექციებში დაცული ნახატებისა და ფოტოპროდუქციების კოლექციები, რომელთა უმეტესობაც პირველად დაიბეჭდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ერთ კატალოგში თავმოყრილია ასეთი რაოდენობის ნამუშევარი. ალბომში წარმოდგენილია გერმანელი მხატვრების: პაულ ფონ ფრანკენის (1818-1884), ჰელენ კიობერის (1825-?), ფრიდრიხ ფრიშის (1813-1886), ფრანც კრიუგერის (1797-1857) და სხვა მნიშვნელოვანი ხელოვანების ნამუშევრები. გერმანელი მხატვრების ნახატები ისტორიულ ფაქტებს გადმოსცემენ და ეროვნული მნიშვნელობის საგანძურს წარმოადგენენ. თითოეული მხატვარის მოგზაურობას კავკასიაში განსაკუთრებული მისია ჰქონდა. მაგ: ფრიდრიხ ფრიში ჯერ დარმშტადტის, შემდეგ კი რუსეთის საიმპერატორო კარის მხატვარი იყო, რომელმაც ალექსანდრე II-სთან ერთად კავკასიაში მოგზაურობის ყველა ღირსშესანიშნავი მოვლენა ქაღალდზე გადაიტანა. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
"გერმანელი ყასაბი"-ს დეგუსტაციას შევესწარით და ამ შანსს გავუ...
ტარიელ ზივზივაძე
"KAR.GE Export Catalogue 2018" პრეზენტაცია. ოფიციალური ნაწილ...
ტარიელ ზივზივაძე
უცნობი ფოტოკოლექცია ხელოვნების სასახლეში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მეგონა ვერ დავქოქავდი | გერმანული კოშმარი
ძმაკაცი · Dzmakaci
#საქმიანები: "მოყვარულობიდან პროფესიონალამდე" - თამუნა ლეჟავ...
Business Media Georgia
კატალოგი „სუვენირები საქართველოდან“ პრეზენტაცია
culturegovge culturegovge
კატალოგი 11/2018
Faberlic Unboxing
კატალოგი#3
Kaxa Sartania