კონფერენცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების შესახებ


„ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ - ამ სახელწოდებით გაიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ ორგანიზებული კონფერენცია. კონფერენცია მიზნად ისახავს განიხილოს ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემური გამოწვევები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დროებითი ოკუპაციის პირობებში. დისკუსიის ფარგლებში, საქართველოს კონტექსტთან ერთად, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობაც მიმოიხილეს. კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს ოკუპაციის პირობებში ადამიანის უფლებათა დაცვის პოლიტიკის სამართლებრივი და პოლიტიკური ასპექტების თაობაზე და ასევე იმ ძალისხმევის შესახებ, რომელსაც შესაბამისი მთავრობები ამ მიმართულებით სწევენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან