ომის 84-ე დღე უკრაინაში - მარიუპოლის მერის განცხადება
05/18/2022
მარიუპოლის მერმა „მოამბესთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „აზოვსტალში“ საევაკუაციო ოპერაცია გრძელდება. ვადიმ ბოიჩენკომ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა. თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, უკრაინელი მაღალჩინოსნები საკითხს დიდი სიფრთხილით ეკიდებიან და ამბობენ, რომ დეტალურად ევაკუაციის შესახებ, პროცესის დასრულების შემდეგ ისაუბრებენ.
ბოიჩენკო ამბობს, რომ პროცესს თავად უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხელმძღვანელობს. მისი თქმით, გმირმა სამხედროებმა 82 დღის განმავლობაში არა მხოლოდ მარიუპოლის, არამედ მთელი უკრაინის დაცვა მოახერხეს. მარიუპოლის მერმა რუსული პროპაგანდის შესახებაც ისაუბრა და სიცრუე უწოდა ინფორმაციას, თითქოს აზოვის პოლკში ნაციონალისტი და ნაცისტი სამხედროები მსახურობენ. ვადიმ ბოიჩენკო ამბობს, რომ მარიუპოლში რუსული აგრესიის შედეგად, 20 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.