სომხეთის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში დასრულდა

21.05.2014 02:28

20-21 მაისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის კულტურის მინისტრი ჰასმიკ პოღოსიანი ეწვია. სომხეთის დელეგაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უმასპინძლა. საქართველო-სომხეთის საზღვარზე სომხეთის დელეგაციას მინისტრი გურამ ოდიშარია პირადად დახვდა. საქართველოში 2 დღიანი ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის დელეგაცია გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმს ეწვია და მე-19 საუკუნის მეგრულ სახლს, მის კარმიდამოსა და ერთ-ერთი ოჯახის ყოფა-ცხოვრების გაცოცხლებულ ისტორიას გაეცნო. სტუმრებმა ეთნოგრაფიულ მუზეუმში ხაჩკარების ახალი ექსპოზიციაც მოინახულეს. http://www.culture.gov.ge/   / culturegovge   http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება: