დღეიდან საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაცია დაიწყო. მაგისტრანტობის კანდიდატები რეგისტრაციას გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გაივლიან. ინტერნეტით რეგისტრაციისთვის მაგისტრანტობის კანდიდატს პირადობის მოწმობა თან უნდა ჰქონდეს, ასევე უნდა გადაიხადოს გამოცდაში მონაწილეობის საფასური. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასული წლების მსგავსად, 2014 წელს, მაგისტრანტობის მსურველები მიმართულებების მიხედვით, სხვადასხვა ტიპის ტესტურ დავალებებს შეასრულებენ. სახელმწიფო დაფინანსება საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგის მიხედვით განაწილდება. რეგისტრაციის პროცესი 21 მარტამდე გაგრძელდება.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1cyyOCg
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1cyyOCg