2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი

12.06.2019 00:57

2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების განრიგი ცნობილია. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდები სხვადასხვა საგანში 17-24 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. გამოცდების განრიგი შემდეგნაირია: 17 – ივლისი (მეორე სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი – B); 18 – ივლისი (მეორე სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი – B); 22 – ივლისი (მეორე სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი – A); 23 – ივლისი (პირველი სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი – C); 23 – ივლისი (მეორე სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი – A); 24 – ივლისი (პირველი სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი – C). საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაცია 12000-მდე კანდიდატმა გაიარა. ამასთან, 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით პირველ ივლისს დაიწყება, 23 ივლისს კი,  ფიზიკის გამოცდით დასრულდება. გამოცდების განრიგი შეფასებისა და გამოცდების ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: