რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეს, 2 მარტს დაიწყო და 30 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება. მონაწილეებმა რეგისტრაცია ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე უნდა გაიარონ. ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია, შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში, მონიშნოს სპეცპირობა. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 7 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ. ასევე, საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია 9 მარტის 10:00 საათიდან დაიწყება და 26 მარტის 18:00 საათზე დასრულდება. რაც შეეხება ღია კარის დღეებს, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტებისთვის ყოველ ოთხშაბათს იმართებოდა, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ონლაინრეჟიმში წარიმართება. აბიტურიენტებს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღება ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე შეეძლებათ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
#ახალიდღე ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დასას...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რეგისტრაცია ეროვნულ გამოცდებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აბიტურიენტების რეგისტრაცია დასრულდა
ტელეკომპანია თანამგზავრი
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია ხვალიდან იწყება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 36 ათასზე მეტმა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეს დაიწყო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster